img1


ირანი ისრაელს პალესტინის მხარეს ომში ჩარევით დაემუქრა

ირანმა გაეროს მეშვეობით ისრაელს გაუგზავნა შეტყობინება, რომ არ სურს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის შემდგომი ესკალაცია. ამის შესახებ იტყობინება Axios პორტალი.

გამოცემის ავტორები აღნიშნავენ, რომ ირანი ღაზას სექტორში ისრაელის მხრიდან სახმელეთო ოპერაციის ჩატარების შემთხვევაში ჩარევას გეგმავს. პორტალის ცნობით, ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი ჰოსეინ ამირ აბდოლაჰიანი ბეირუთში შეხვდა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის გაეროს სპეციალურ კოორდინატორს ტორ ვენესლანდს.

 

სავარაუდოდ, ორგანიზაციის წარმომადგენელმა მინისტრს მოუწოდა, ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გაფართოების თავიდან აცილებაში დაეხმაროს. წყაროები მიუთითებენ, რომ ვენესლანდმა ისრაელის ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველს ცაჰი ჰანეგბის დაურეკა და ირანის გზავნილი გადასცა.