img1


ჰამასი ტერორისტული ორგანიზაცია თუ პალესტინლების ინტერესებისთვის მებრძოლი მოძრაობა

რა თქმა უნდა, მე მხარს ვუჭერ მშვიდობას. 

მაგრამე, მესმის პალესტინელების სურვილიც, დაიბრუნონ თავიანთი მიწები დამპყრობლებისგან. 

ისინი, ვინც პალესტინელებს "ტერორისტებად" მიიჩნევენ და ყველას "ერთ ქვაბში ხარშავენ" არ ესმით საკითხის სრული არსი და ისინი, მხოლოდ ერთ მხარეს პალესტინლებს

მოუწოდებენ დათმონ თავიანთი პოზიციები და მოკლედ, რომ ვთქვათ ებრაელებს სრული კაპიტულაციით ჩაბარდნენ. 

 

გასაგები მიზეზების გამო, მიმდინარე სამხედრო კონფლიქტის ერთი მხრიდან მხოლოდ ისრაელის ინტერესებისთვის სასარგებლოდ გაშუქება ხდება, მსოფლიოს ლიბერალური მედია მხოლოდ პალესტინელებს ადანაშაულებს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ ცეცხლის გახსნაში და მკვეთრად პროებრაულად პოზიციონირდებიან.

 

მაგრამ სიმართლე, რომელიც ერთია და ის ვერ იქნება მრავალწახნაგოვანი ვერსად გავექცევით, სიმართლე კი შემდეგია : კონფლიქტი გაუარესდა ებრაული მხარის გამო. 

 

ბოლო სამხედრო დაპირისპირება ღაზასთან სულ რამდენიმე თვის წინ მოხდა [ოპერაცია ფარი და ისარი 2023 წლის მაისში]. შემდეგ ისრაელი ომში იყო ისლამურ ჯიჰადთან და ჰამასი არ ჩარეულა ამ ბრძოლაში. 

და ეს არ იყო პირველი შემთხვევა. ამიტომ, ბევრმა [ისრაელში] ჩათვალა, რომ ჰამასთან ომი აღარასოდეს მოხდებოდა.

ისრაელში ბევრი ფიქრობდა, რომ მათ ახლა სხვა პრიორიტეტები აქვთ, მაგალითად, სექტორის ეკონომიკური აღდგენა და ომი არ ჯდებოდა ჰამასის ინტერესებში.

 

7 ოქტომბრის თავდასხმა ისრაელში ბევრისთვის შოკის მომღვრელი იყო,

ყველა ფიქრობდა, რომ ჰამასის ინტერესში 2014 - წლის დამარცხების შემდეგ ახალი ომი აღარ შედიოდა.

 

მაგრამ მოდით შევხედოთ მთელ სურათს სხვაგვარად. ღაზას სექტორი არის სანაპირო ანკლავი, სადაც ორნახევარი მილიონი ადამიანი ცხოვრობს. 2007 წლიდან ღაზას ხელისუფლებაში ორგანიზაცია ჰამასი მოვიდა . ის არ აღიარებს ისრაელს, არ თვლის სახელმწიფოდ და მიაჩნია, რომ მას არსებობის უფლება არ გააჩნია. მათ არასოდეს დაუმალავთ თავიანთი განზრახვები ისრაელის მიმართ: შეურიგებელი ბრძოლა პალესტინის სრულ განთავისუფლებამდე, ბოლო ებრაელის [ამ ტერიტორიიდან გაძევებამდე]. ეს ასევე გაწერილია მოძრაობის წესდებაშიც.

 

ჰამასი ეს არის კლასიკური ისლამისტური ორგანიზაცია. მას აქვს ჰუმანიტარული ფრთა: ის აშენებს სკოლებსა და საბავშვო ბაღებს,

აქტიურად აღნიშნავს ისლამურ დღესასწაულებს და მაქსიმალურად ეხმარება ღაზაში მცხოვრებ მოქალაქეებს.

ჰამასს ასევე გააჩნია საკუთარი პოლიტიკური ბიურო, წარმომადგენლობა, ლიბანში, ყატარში, სირიაში და თურქეთშიც კი ჰყავდათ წარმომადგენელი.

და რა თქმა უნდა, არსებობს ჰამასის ადგილობრივი პოლიტიკური ხელმძღვანელობა [ღაზას სექტორში].

 

ასევე არსებობს სამხედრო ფრთა-იზედინ ალ-კასამის ბატალიონი, რომელიც 40 ათასი შეიარაღებული მებრძოლისგან შედგება. 

ბატალიონს ჰყავს ელიტური დანაყოფები, კომანდოები, საზღვაო კომანდოები. 

ისინი საერთოდ არ მალავენ თავიანთ განზრახვებს და მუდმივად ემზადებიან ომისთვის, ავსებენ სარაკეტო არსენალებს. 

ატარებენ წვრთნებს და ცდილობენ დახვეწონ და გაამდიდრონ საკუთარი არსენალი.

პალესტინაში - ისლამისტური ორგანიზაციები ყვავის, პირველ რიგში ჰამასი და ისლამური ჯიჰადი, რომელიც ირანის ეგიდით შეიქმნა, მაგრამ ყველაზე პოპულარული ჰამასი გახლავთ, რომლის ხელშია გავლენების და ფინანსური რესურსის დიდი ნაწილიც - ირაკლი ჯანყარაშვილი.