img1


„ჩვენ განვახორციელებთ დარტყმებს აშშ-ის ძალებზე, ასევე ბოროტების ბაზებზე კორეის ნახევარკუნძულზე და მის შემოგარენში“, – აცხადებენ ჩრდილოეთ კორეაში

ჩრდილოეთ კორეა იმუქრება, რომ სამხრეთ კორეის სანაპიროსთან მისულ ამერიკულ ავიამზიდზე ბირთვულ დარტყმას განახორციელებს. ამის შესახებ კორეის ცენტრალური საინფორმაციო სააგენტო იუწყება.

 

ჩრდილოეთ კორეის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ აშშ კორეის ნახევარკუნძულზე სხვადასხვა ტიპის სტრატეგიულ ბირთვულ საშუალებების ათავსებს და ამით შეიარაღებული დაპირისპირების რისკს ზრდის. ფხენიანი ამას სამხედრო პროვოკაციას უწოდებს, რასაც „შეიძლება კატასტროფული შედეგი მოჰყვეს“.

 

ჩრდილოეთ კორეაში აცხადებენ, რომ ქვეყნის სამხედრო დოქტრინა ბირთვული იარაღის გამოყენების შესაძლებლობას იმ შემთხვევაში იძლევა, თუ მის წინააღმდეგ ბირთვული დარტყმა განხორციელდა ან თუ დადგინდება, რომ ჩრდ. კორეის მისამართით ასეთი ტიპის იარაღის გამოყენება გარდაუვალია.

 

„ჩვენ განვახორციელებთ დარტყმებს აშშ-ის ძალებზე, ასევე ბოროტების ბაზებზე კორეის ნახევარკუნძულზე და მის შემოგარენში“, – აცხადებენ ჩრდილოეთ კორეაში.

 

ცნობისათვის, Შეერთებული შტატების მე-5 საჰაერო სადესანტო დივიზია, მათ შორის, ავიამზიდი „რონალდ რეიგანი“, პუსანის პორტში 12 ოქტომბერს შევიდა.