img1


ისრაელის ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ჰამასის ერთ - ერთი შტაბბინის ჩხრეკის დროს ISIS-ის დროშა აღმოაჩინეს

ისრაელის ჯარისკაცებმა განაცხადეს, რომ ჰამასის ერთ - ერთი შტაბბინის ჩხრეკის დროს ISIS-ის დროშა აღმოაჩინეს, რაც ორ ტერორისტულ დაჯგუფებას შორის კავშირზე მეტყველებს.

ISIS, ასევე ISIL ან ისლამური სახელმწიფო, გახლავთ ტერორისტული ორგანიზაცა, რომელიც 2014 წელს გახდა ცნობილი, როდესაც მან ერაყსა და სირიაში ხალიფატი გამოაცხადა. ამ დაჯგუფებამ ასევე აიღო პასუხისმგებლობა სასიკვდილო თავდასხმებზე ახლო აღმოსავლეთის სხვადასხვა ნაწილში, მათ შორის ლიბანში, ეგვიპტეში და იორდანიაში.

 

"ჰამასმა ISIS-ის დროშები მოიტანა ისრაელის ბავშვების, ქალებისა და მამაკაცების ხოცვა-ჟლეტაზე", - ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალების (IDF) მიერ x-ზე გამოქვეყნებულ პოსტში, დროშის ფოტოთი.

IDF-მა დაამატა: "ჰამასი ტერორისტული ორგანიზაციაა. ჰამასი ISIS-ზე უარესია."