img1


ნახევარი მსოფლიო ცეცხლშია გახვეული და სამწუხაროდ ცეცხლის არეალი სულ უფრო იზრდება… ჩვენს პატარა, ლამაზ და მაგარ ქვეყანაში მშვიდობა კბილებით გვიჭირავს! მიუხედავად იმისა, რომ “ცეცხლის გამჩაღებლებს” დღემდე უნდათ საქართველოს გამოყენება, ღმერთის წყალობით ვუძლებთ! აგერ, ღვინის დღეები ტარდება, უამრავი ტურისტი ჩამოდის და სართო ჯამში რთულად მაგრამ წინ მივდივართ! ისეთ ლიანდაგზე ვდგებით, რომლიდანაც ჩვენი გადაყვანა ყველა არაკეთილისმოსურნეს ძალიან გაუჭირდება მომავალში! მთავარია, ახლა “გავძვრეთ!” ამას რომ ადამიანი არ დააფასებს და არ მოუფრთხილდება… ღმერთო, მშვიდობა შეგვანარჩუნებინე და მშვიდობა მიჰმადლე მსოფლიოს! ომში მყოფი ქვეყნების რუკა 2023 მსხვილმასშტაბიანი ომები (10,000> მსხვერპლი) ომები (1,000–9,999 მსხვერპლი) მცირე კონფლიქტები (100–999 მსხვერპლი) სროლები და მცირე შეტაკებები (1–99 მსხვერპლი) - წერს ვატო შაქარაშვილი.