img1


Business Insider: შეერთებულ შტატებს მოუწევს არჩევანის გაკეთება უკრაინასა და ისრაელს შორის

ამერიკელი ექსპერტები აღნიშნავენ, რომ ახლა შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკური ყურადღება უკრაინის გარშემოა კონცენტრირებული. სტატიაში ნათქვამია, რომ თელავივი თავად იყო ჩართული უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის იარაღის მიწოდებაში, მაგრამ ისრაელში ახალი საომარი მოქმედებების დაწყება მკვეთრად შეცვლის ამ სიტუაციას.

 

 ისრაელი შეერთებული შტატების მთავარი პარტნიორია, წერენ მასალის ავტორები, ვაშინგტონმა უკვე პირობა დადო, რომ თელ-ავივს მიაწვდის ყველაფერს, რაც მას სჭირდება. თუმცა, ანალიტიკოსები დარწმუნებულნი არიან, რომ აშშ-ის სამხედრო რეზერვები ამოწურულია და წარმოების სიმძლავრე საკმარისი არ არის მხოლოდ უკრაინის უზრუნველსაყოფად.

 

 ექსპერტები თვლიან, რომ ახლა, ისრაელ-პალესტინას შორის ომის დაწყების შემდეგ, დასავლეთს მოუწევს აირჩიოს ვის დაეხმაროს: კიევს თუ თელ-ავივს.