ანნალენა ბარბოკი, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: ”მე მკაცრად ვგმობ ტერორისტულ თავდასხმებს ისრაელზე ღაზას მხრიდან. ძალადობა უდანაშაულო მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. ჩვენ სრულ სოლიდარობაში ვართ ისრაელთან.”
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიმს კლევერლი: "გაერთიანებული სამეფო ცალსახად გმობს ჰამასის საზარელ თავდასხმებს ისრაელის მოქალაქეებზე. დიდი ბრიტანეთი ყოველთვის მხარს დაუჭერს ისრაელის თავდაცვის უფლებას."
თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი: "მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ. თავი უნდა შევიკავოთ აგრესიული ქმედებებისგან."
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო: ”უკრაინა მკაცრად გმობს ისრაელის წინააღმდეგ მიმდინარე ტერორისტულ თავდასხმებს, მათ შორის იერუსალიმსა და თელ-ავივში მშვიდობიანი მოსახლეობის სარაკეტო თავდასხმებს.”
რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ბოგდანოვი: "რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის მოვუწოდებთ თავშეკავებისკენ. ჩვენ ახლა ყველასთან გვაქვს კონტაქტი. ისრაელებთან, პალესტინელებთან, არაბებთან. ახლა ჩვენ გავარკვევთ ყველა გარემოებას, გავიგებთ ყველაფერს."
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09