img1


„ჰამასმა“ ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი შეტევა წამოიწყო

 ღაზის სექტორიდან პალესტინელებმა ისრაელზე მოულოდნელი შეტევა წამოიწყეს. სარაკეტო იერიშებს, რომელიც ღაზის სექტორიდან აქამდეც მიუტანიათ ისრაელის ქალაქებზე დღეს დილით მოულოდნელად სახმელეთო შეტევაც მოჰყვა. ისრაელის არაერთ ქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა, ისმოდა აფეთქების ხმებიც. ისრაელის მედიის ინფორმაციით, პალესტინურმა დაჯგუფებებმა ისრაელის საზღვარი რამდენიმე ადგილას გაარღვიეს და ახლო მდებარე დასახლებებში შეაღწიეს.