img1


ვატო შაქარაშვილი - წარმოუდგენელ მავნებლობას ეწევა ხიდაშელ-უსუფაშვილის აგენტურული ოჯახი!

კონფერენციას ატარებენ - “ჩინეთი და ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეები”…

“ჩინეთთან პოლიტიკური და სტრატეგიული ურთიერთობები ეს არის დამღუპველი საქართველოსთვის”- ამბობს უსუფაშვილი. ხიდაშელი კი, გვპირდება, რომ ორდღიან კონფერენციაზე ყველაფერს ილაპარაკებენ ჩინეთიდან მომდინარე საფრთხეებსა და გამოწვევებზე… 

და შესაძლებლობებზე ქალბატონო თინა ? შესაძლებლობებზე არ იტყვით ერთ-ორ სიტყვას მაინც?! ცხადია რომ არ იტყვით! დავალება გაქვთ პატრონისგან რომ საკუთარ ქვეყანას უმტროთ! იმ ქვეყანას, რომლის თავდაცვის მინისტრიც ბრძანდებოდით! 

დღეს კი, დოლარებში ახურდავებთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას! ამერიკელების დაკვეთით მოქმედებთ და ანტი-ჩინურ კონფერენციაზე სპიკერები ტაივანიდან ჩამოგყავთ?! არ აღიარების პოლიტიკის მიზანმიმართულ საბოტაჟირებას ეწევით!!! 

დღეს ჩინეთია ის ერთადერთი დიდი მოთამაშე, რომელსაც შეუძლია ზეგავლენა იქონიოს რუსეთზე და ხელშესახები შედეგი მოგვიტანოს ქვეყნის გაერთიანების საკითხში!

 

ან, რა წარმოდგენა გაქვთ ქართულ საზოგადოებაზე, რომელსაც გინდათ ტყულები დააჯეროთ, თითქოს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა რამენაირად ხელს უშლის ევროპასთან ან სხვა პარტნიორებთან ურთიერთობას?! 

ეს ორი ერთმანეთთან კოლიზიაში კი არ მოდის, არამედ ერთმანეთს ავსებს და ერთი-მეორეს ეხმარება! ვერ ვიტყვი, რომ ეს არ გესმით, ძალიან კარგად იცით, მაგრამ დოლარებს ამის თქმაში არ იხდიან, დოლარებს ქვეყნის მტრობასა და მავნებლობაში გიხდიან! 

ჩინეთსა და ევროკავშირს გააჩნიათ ყოვლისმომცველი სტრატეგიული პარტნიორობა, რაც დაფიქსირებულია დოკუმენტში სახელწოდებით - “ევროკავშირი-ჩინეთის სტრაგეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგი 2020,” რომელიც მოიცავს ეკონომიკურ, პოლიტიკურ, უსაფრთხოების 

და სხვა მიმართულებებს. ამას გარდა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ინდივიდუალურად გააჩნიათ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა. 

ევროკავშირის ყველაზე მსხვილი იმპორტი ჩინეთიდან მოდის, რაც მთლიანი იმპორტის 20%-ზე მეტს შეადგენს. მათ შორის ვაჭრობის მოცულობამ 2022 წელს 856.3 მილიარდი ევრო შეადგინა.

ქალბატონო, თინა და ბატონო დავით(ან პირიქით, როგორც გნებავთ) იქნებ თქვენს მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე ისიც აგვიხსნათ, როგორ, რა გზებით უნდა მოხვდეს აღნიშნული პროდუქტები ჩინეთიდან ევროპაში ?

უსუფაშვილი, ხომ იმ პარტიას წარმოადგენს, რომლის თაღლითი ბოსებიც, ანაკლიის პორტის აშენების აუცილებლობაზე ლაპარაკობენ 24/7, იქნებ კითხოთ რა ფუნქცია უნდა ჰქონდეს ამ პორტს და საიდან უნდა მოვიდეს ტვირთები, იმისათვის რომ პორტმა ფუნქციონირება შეძლოს?! 

შემთხვევით ჩინეთიდან ხომ არა?! ჰა, თქვე მავნებლებო?! 

რუსეთ-უკრაინის ომმა, პოლიტიკური რეალობის გარდა, ლოჯისტიკის სფეროც მნიშვნელოვნად შეცვალა, რამაც გაზარდა საქართველოზე გამავალი გზების(შუა დერეფანი) აქტუალობა. ჩინეთიც და ევროპის ქვეყნებიც დაინტერესებული არიან საკუთარი ტვირთები მოკლე, უსაფრთხო და იაფი გზებით მიაწოდონ ერთმანეთს. ეს გზა საქართველოზე რომ გაივლის და საქართველო იქნება ევროპის და ჩინეთის ინტერესების თანხვედრის ადგილი, სწორედ აქ არის ჩვენი უსაფრთხოების, სტაბილურობის და განვითარების გასაღები! და არა, რომელიმე კავშირში გაწევრიანების მოლოდინში ღია კარში ცალ ფეხზე დგომაში!!!

 

ცნობისთვის: ჩინეთს არ დაუწესებია ჩვენთვის 12 პუნქტიანი პირობები, არასოდეს ჩარეულა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ საქმეებში, არ მიუთითებია ვინ ავირჩიოთ ცესკოს თავმჯდომარედ ან სახალხო დამცველად! არ ინტერესდება, იმით რამდენ პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი გვექნება! ჩინეთი არ თვლის, რომ მის მიღმა “ჯუნგლებია”, როგორც თვლის ჯოზეფ ბორელი. პირიქით, ის პატივს სცემს სხვა ქყვეყნების კულტურას, ისტორიას და სახელმწიფოებრივ სუვერენიტეტს. 

ჩინეთის საელჩო არ აფინანსებს რევოლუციურ ტრეინინგებს საქართველოში და ყოველწლიურად არ გვაძალებს LGBT პრაიდის ჩატარებას! და ა.შ. და ა.შ.

სათქმელი ძალიან ბევრია და ნაცვლად იმისა, რომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობით მიღებულ და მოსალოდნელ პოზიტიურ შედეგებზე ვატარებდეთ კონფერენციებს, ეს აგენტურული ოჯახი დაკავებულია მავნებლობით, რომელიც ისევ და ისევ ამერიკული დოლარებით ფინანსდება!!!

- წერს ვატო შაქარაშვილი.