ჩვენს თვალწინ ხდება მსოფლიო პოლიტიკის დეუკრაინიზაცია!
დასავლეთში აღარავის უნდა პროქსი ომის დაფინანსების გაგრძელება
და უკრაინაში კი აღარავის უნდა “ხორცის საკეპ მანქანაში” თავის გაწირვა! უბრალოდ აღარ დარჩა ცოცხალი ძალა…
უკიდურესად დაიძაბა ურთიერთობა პოლონეთსა და უკრაინას შორის. პოლონეთი, რომელიც გამოკვეთილად ანტირუსული სახელმწიფოა და უკრაინის დახმარებაში მოწინავე ქვეყანაა, საბოლოოდ მაინც იქ მივიდა, რომ “ჯერ საკუთარი ქვეყნის ინტერესები და შემდეგ სხვა!” ამიტომაც დაბლოკა უკრაინული ხორბლის ექსპორტი!
უნგრეთი კვლავ ბლოკავს უკრაინისთვის ევროკავშირის მორიგი დახმარების პაკეტის დამტკიცებას!
სლოვაკეთში ხელისუფლებაში მოვიდა პარტია, რომლის მთავარი დაპირებაც უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტა იყო!
გერმანიის კანცლერმა დაბლოკა უკრაინისთვის “ტაურუსის” ტიპის რაკეტების გადაცემა!
აშშ-ში კონგრესის სპიკერი გადაჰყვა უკრაინის დახმარების გაგრძელება-შეწყვეტის საკითხს!
კონგრესში განვითარებული მოვლენების გამო, ამ მომენტისთვის შეზღუდულია უკრაინისთვის ყოველგვარი დახმარების გაწევა. დიდი ალბათობით, ვეღარც გაგრძელდება, განსაკუთრებით თუ ტრამპი გახდა დროებითი სპიკერი.
უკრაინის გარდაუვალ მარცხზე, თავად არესტოვიჩიც ალაპარაკდა, ის იმ შედეგს პროგნოზირებს, რომელიც უკრაინისთვის გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე რუსეთის შეთავაზება ომის დაწყებამდე და რაც მთავარია ეს ყველაფერი მილიონამდე დაღუპული და დასახიჩრებული ადამიანის ფასად! მილიონობით იძულებით გადაადგილებული უკრაინელის ფასად!
მიწასთან გასწორებული ქალაქებისა და სოფლების ფასად! განადგურებული სტრატეგიული ინფრასტრუქტურის ფასად! ჩამოქცეული ეკონომიკის ფასად! ჩამოშლილი სახელმწიფოს ფასად! კორუფციაში ჩაფლული ინსტიტუტების ფასად!!!
კმაყოფილი მხოლოდ ოლენა ზელენსკაა, რომელიც ნიუ იორკში, Cartier-ის სამკაულებში მილიონ დოლარს იხდის - არესტოვიჩი.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09