img1


გრანადაში გამართულ სამიტზე კონკრეტული შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა - POLITIKO

გრანადა, ესპანეთი - სამიტი, რომელშიც შეიკრიბა 50 ევროპელი ლიდერი, ათობით თანაშემწე და ჟურნალისტები, 

სამიტზე კონკრეტული შედეგების მიღწევა ვერ მოხერხდა.

ლიდერებმა ვერ მიაღწიეს ვერანაირ შედეგს ევროპის კარგზე მომდგარი კონფლიქტების მოგვარებისთვის.

და ვერც სხვა რეგიონალური საკითხის გადაჭრა შეძლეს.

 

ემანუელ მაკრონის „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის“ მრჩევლებმა სამიტი შეაფასეს, როგორც საშუალება სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარების პირველი შესაძლებლობა და მოახერხეს ბალკანეთში დეესკალაციის მისაღწევად სტრატეგიული მოლაპარაკებების გამართვა.

 

მიუხედავად იმისა, რომ ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკის გარშემო შეიკრიბნენ, რომელიც გრანადაში იმყოფებოდა ევროპის მხარდაჭერის გასამყარებლად უკრაინის დახმარებაზე აშშ-ის შეშფოთების ფონზე, მათ ვერ მიაღწიეს უკრაინასთან მიმართებაში წინსვლას კონფლიქტში სხვა ძირითადი მოთამაშეების არარსებობის გამო.

 

მთიანი ყარაბაღში ჰუმანიტარული კრიზისის გადასაჭრელად ნაბიჯების გადადგმის იმედი გადაიწურა, მასშემდეგ რაც ილჰამ ალიევმა და რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა გადაწყვიტეს საკითხის ირგვლივ მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიეღოთ.

ლიდერები იმედოვნებდნენ, რომ გამართავდნენ ალიევსა და სომხეთის ლიდერს ნიკოლ ფაშინიანს შორის პირველ შეხვედრას მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანმა დაიწყო ელვისებური შეტევა მთიან ყარაბაღში, რამაც გამოიწვია 100,000 ლტოლვილის გამოსვლა.

 

ალიევის პრეზიდენტის თანაშემწემ, ჰიკმეტ ჰაჯიევმა სოციალურ მედიაში დაწერა, აზერბაიჯანი საფრანგეთს მიკერძოებაში ადანაშაულებს და ფაშინიანთან მოლაპარაკებებს მხოლოდ ბრიუსელში EU - ს ეგიდით დათანხმდება.

 

კოსოვოსა და სერბეთს შორის დაძაბულობის განმუხტვის მცდელობები ერთნაირად უშედეგო იყო. კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ უარი თქვა თავის სერბ კოლეგასთან ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებებზე, თუ ბელგრადის წინააღმდეგ სანქციები არ დაწესდება, სერბეთის კოსოვოში შეჭრის გამო.

 

 არაფორმალური სამიტის უნაყოფობის განცდამ კულმინაციას მიაღწია, როდესაც მასპინძელმა ქვეყანამ, ესპანეთმა, ბოლო წუთს გააუქმა დაგეგმილი პრესკონფერენცია, რაც სამიტის შემდეგ უნდა გამართულიიყო 700-მდე ჟურნალისტისთვის. იგი ითვალისწინებდა განცხადებების შეტანას და ოფიციალურად აღნიშვნას ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მმართველობის ესპანეთიდან გაერთიანებულ სამეფოში გადაცემაზე.