img1


ნათელია , რომ ტელევიზიის ოპოზიციონერი ბოსები და მათი დამფინასებლები , ვერ ეგუებიან ირაკლის სწორი, ეროვნული პოლიტიკის გატარებას - ალექსანდრე თამაზაშვილი

მორიგი სისულელე “გამოაცხეს” და ჩვეული სუბიექტურობით და ცინიზმით შეთხზეს ტყუილი , ჩემი ოჯახის წინააღმდეგ..

ნათელია , რომ ტელევიზიის ოპოზიციონერი ბოსები და მათი დამფინასებლები , ვერ ეგუებიან ირაკლის სწორი, ეროვნული პოლიტიკის გატარებას და ყველანაირად ცდილობენ სიცრუის შექმნით და ტირაჟირებით საზოგადოების შეცდომაში შეიყვანას. 

 ძალიან მეუხერხულება და ვფიქრობ , რომ არაა ლამაზი, საკუთარ წარმატებებზე და ფინანსურ მდგომარეობაზე საჯაროდ საუბარი.. თუმცა , რადგან ადამიანის “გაშავებაში” და ტყუილის ტირაჟირებაში გამოწრთობილმა , ოპოზოციურმა ტელევიზიამ გადაწყვიტა , ჩემს მიერ გაწეული , პირადი საქმიანობა , ირაკლის წინააღმდეგ - “შავ პიარად“ აქციოს.. გადავწყვიტე , მცირე კომენტარი გავაკეთო საზოგადოებისთვის ..

 ჩემი ოჯახი 20 წელზე მეტია ფლობს კომერციულ ფართებს თბილისში და დედოფლისწყაროში, რაც რატომღაც გამორჩათ .. ერთ -ერთი კომერციული ფართი კი ოთახნახევრიან საცხოვრებლად წარმოაჩინეს .. რეალურად 85 კვადრატული კომერციული ფართია, რომელიც 1998 წლიდან გაქირავებულია..

მერვე წელია , რაც კახეთში ბიზნესი წამოვიწყე და ამ ხნის მანძილზე გავაშენეთ 150 ჰექტარი ვენახი , ავაშენეთ ერთ-ერთი თანამედროვე ღვინის ქარხანა საიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი გამაჩნია.. აღნიშნული ბიზნესი ერთ-ერთ გადაცემაში დეტალურად აღწერეს იგივე “ჟურნალისტებმა” , ჩვეული დრამატურობით უყვებოდნენ მოსახლეობას , თუ რახმელა ბიზნესს ვფლობდი კახეთში … იმ დროს მასე აწყობდათ: მდიდარ ადამიანად წარმოვეჩინე და მაგ კუთხით დაეზიანებინათ ირაკლი.. გუშინდელი გადაცემაში კი აღნიშნული ბიზნესი , წამგებიან საქმიანობად “აქციეს” ..

 ასევე , ჩემს მეგობრებთან ერთად , საკმაოდ წარმატებულად ვახორციელებ კრიპტო ვალუტასთან დაკავშირებულ საქმიანობას , რომლიდანაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი მივიღე..

 შესაბამისად , მაქვს საშუალება შევიძინო 800 კვადრატულ მიწის ნაკვეთი კერძო პირისგან …  

  თქვენი ბოსების , დამკვეთების და დამფინსასებლებისგან განსხვავებით, ჩემი და ირაკლის ოჯახი არ გამდიდრებულა ბიუჯეტის ხარჯზე და არასოდეს აგვიგია სხვების უბედურებაზე ჩვენი ბედნიერება... ესაა სიმართლე და ამ სიმართლით გაუმარჯოს ჩემს ოჯახს - წერს ალექსანდრე თამაზაშვილი.