img1


ეკა სეხნიაშვილი - ძალიან საინტერესო და დემოკრატიულად პროგრესული იდეა გააჟღერა პრემიერმა დისპუტისა და დებატების აღდგენისა და დროულობის შესახებ

ძალიან საინტერესო და დემოკრატიულად პროგრესული იდეა გააჟღერა პრემიერმა დისპუტისა და დებატების აღდგენისა და დროულობის შესახებ. თუმცა, ჩემი , ბოლო წლებში , თითქმის უპრეცენდენტო პირადი პროფესიული გამოცდილებიდან გამომდინარე, ძალიან ფაქიზი, რთულად დასაგეგმ-განსახორციელებელი პროცესია და გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება, მართლაც მიუკერძოებელი მედია-სტანდარტის მქონე , მაღალი ინტელექტისა და პროფესიული ეთიკის მქონე ჟურნალისტების და აქტორების ჩართულობას ეს იდეა არის თავისთავად გარდაუვალი მომავლის სქემა . პრემიერმა ზუსტად იცის, რომ როგორი პროფესიონალიც არ უნდა ათამაშებდეს ბურთს, ცალ კარში თამაში , საბოლოო ჯამში, მომაბეზრებელი, უინტერესო ხდება და რეალურ შედეგებს დიდ დისტანციაზე არ იძლევა! ვფიქრობ, ოპოზიციასაც უნდა ეყოს ძალა და გამბედაობა. ყველაფერი ერთად, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღებისა და ელექტორატზე მუშაობისთვისაც ეფექტურია. თუ პარტიის პოლიტიკური თვითმიზანი მავნებლობა არაა, ეს გამოწვევა ყველასთვის მისაღები უნდა იყოს!

- წერ ეკა სეხნიაშვილი