img1


Exxpress: ავსტრიის ქალაქ აბსდორფის ერთ-ერთმა სკოლამ პირველკლასელ მოსწავლეებს კითხვარის მეშვეობით ექვსი სქესის არჩევანი შესთავაზა.

ავსტრიის ქალაქ აბსდორფის ერთ-ერთმა სკოლამ პირველკლასელ მოსწავლეებს, კითხვარის მეშვეობით, ექვსი სქესის არჩევანი შესთავაზა, - იუწყება Exxpress-ი.

 

მედიის ინფორმაციით, მომხდარმა მშობლების აღშფოთება გამოიწვია და ეს საკითხი რეგიონულ პარლამენტამდე მიიტანეს.

 

"ავსტრიის თავისუფლების პარტია (FPÖ) ამას "საგანგაშო მაგალითს" უწოდებს. რეგიონული განათლების ორგანო უკვე განიხილავს ზომების მიღებას", - წერს სტატიის ავტორი.

 

"მშობლები ამ ყველაფერს აბსურდულს და სიგიჟეს უწოდებენ და ისინი მართლებიც არიან" , - აცხადებს FPÖ-ს წარმომადგენელი.

 

"ავსტრიის თავისუფლების პარტიის" მოსაზრებას იზიარებს ადგილობრივი კანონმდებელი ანდრეას ბორსი.

 

"აბსდორფის დაწყებით სკოლაში მიმდინარე მოვლენები საგანგაშო მაგალითია იმისა, თუ როგორ სთავაზობენ ჩვენს შვილებს იდეოლოგიურ ექსპერიმენტებს გაუფილტრავად", - ამბობს ბორსი.