სულ გაგიჟდით??? ბავშვებს წყევლით თქვენი ბინძური, კარიერისტული პოლიტიკის გამო?? ბავშვები არის წმიდათა წმინდა ადგილი, რომელიც არ იბილწება!! არც სისხლის სამართლის კოდექსით და არც -მორალურად, შვილი მშობლის საქციელზე პასუხს არ აგებს!! ზოგადად, ყველაზე ბინძური პოლიტიკის მიჯნაზეც კი , მორალურ სახეს ნუ დაკარგავთ.. თქვენს შვილებსაც კი რომ ვინმე შეეხოს უსამართლოდ , მათივე შვილების ტკივილებით ნუ დაუბრუნებთ პასუხს...!! დედა-ღვთისმშობელმა საკუთარი შვილის ჯვარზე გამსმელთ სთხოვა, სხეული განმაბანინეთო ნელსაცხებელით....ბავშვები წმიდათაწმინდა ადგილია.. ისედაც წაბილწულნი ვართ პოლიტიკის ჭაობში და ძვლებამდე ვჭამთ ერთმანეთს პოლიტიკის გამო .. აღარავინ გაბედოს ბავშვებისა და შვილების პოლიტიკასთან მიბმა!! ან მშობლების პოლიტიკური მრწამსის გამო, მათი დაბულინგება!! ბავშვების წყევლა-კრულვა და მათი ფოტოებით იდენტიფიცირება კიდევ საერთოდ, სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა დაკვალიფიცირდეს!! (ზოგადად, პოლიტიკაში წყევლა და გინება პოლიტიკოსის მხოლოდ უხამსობაზე კი არა, გონებრივ სიმწირეზეც მიუთითებს!! სულ რომ ჰარვარდდამთავრებულნი იყოთ, მაინც!! ) მსგავსი მოხდება კიდევ და ყველა ფაქტი შეგროვდება და როგორც ბავშვთა უფლებადამცველი, გაეროს ბავშვთა დაცვის განყოფილებას მივმართავ სპეცკასაციით!!! ასევე ევროპული კონვენციის ჩართვასაც მოვითხოვ. საქართველოს სახალხო დამცველი Public Defender of Georgia . UNICEF ,,ასე აღარ მოვიქცევიო"- თამარ ჩერგოლეიშვილს შემდგომ განუმარტავს ჩადენილი საქციელის შესახებ.... ვფიქრობ, ბოდიში აქვს მოსახდელი!! ზოგადად, ფსიქოგაუწონასწორებელ-სკაბრეზულ-ბილწსიტყვიან პოლიტიკოსებს თავად ჩარეცხავს ამომრჩეველი!!(ასეთ ქცევას არაფერი აქვს საერთო იდეურ თავისუფლებასთან და ევროპულ პოლიტიკურ კულტურასთან, თავს რომ გვასაღებენ !!) სხვებმაც გაითვალისწინეთ !! P.s.. და თქვენ გინდათ ხელისუფლებაში მოსვლა, განსხვავებულ პოლიტიკურ შეხედულებაზე ასეთი რეაგირებებით ??? განსხვავებული კრიტიკის შიზოიდური აუტანლობით??? ბავშვების წყევლით?? რა ვიცი, რა ვიცი..... ძალაუფლებით წარმოგიდგინეთ და ღმერთო, შენ დაგვიფარე :((
- წერს ეკა სეხნიაშვილი
2025-09-02
2025-09-02
2025-09-01
2025-09-01
2025-09-01
2025-08-31
2025-08-30
2025-08-30
2025-08-29
2025-08-29