img1


"თუ მშვიდობა არ მიიღწევა, ეს ეკონომიკურ ომში გადაიზრდება, რაც ცუდია განსაკუთრებით რუსეთისთვის...ზელენსკიც არ არის სრულად უდანაშაულო, ვინაიდან, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება" - ტრამპი.

 

როდის შეხვდება პუტინი ზელენსკის - კითხვა კვლავ პასუხგაუცემელია. იმ შემთხვევაში, თუ ორი ქვეყნის ლიდერები შეიარაღებულ კონფლიქტს არ დაასრულებენ, აშშ-ის პრეზიდენტი ახალი სანქციების პაკეტს და ეკონომიკურ ომს აანონსებს.  

 

"მინდა, რომ შეთანხმება შედგეს. თუ ეს არ მოხდება, მაშინ გამოვიყენებ ეკონომიკურ სანქციებს. ბუნებრივია, მსოფლიო ომში არ ჩავერთვები, თუმცა თუ მშვიდობა არ მიიღწევა, ეს ეკონომიკურ ომში გადაიზრდება, რაც ცუდია ყველასთვის, განსაკუთრებით რუსეთისთვის. იცით, ზელენსკიც არ არის სრულად უდანაშაულო, ვინაიდან, ტანგოს ცეკვას ორი ადამიანი სჭირდება", - აცხადებს დონალდ ტრამპი