ვაშინგტონში მკვლელობების რაოდენობის შესამცირებლად, აშშ-ის პრეზიდენტი სიკვდილით დასჯის აღდგენას განიხილავს | ინფორმაციას ამერიკული მედია ავრცელებს და წერს, რომ დონალდ ტრამპი ამას "ძალიან ძლიერ პრევენციულ ღონისძიებას" უწოდებს
"თუ ვინმე აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში მკვლელობას ჩაიდენს, ჩვენ მის სიკვდილით დასჯას მოვითხოვთ... ყველა, ვინც ეს მოისმინა, ამას ეთანხმება. არ ვიცი, ქვეყანაში ამისთვის მზად ვართ თუ არა, მაგრამ გვექნება თუ არა ეს? - სხვა არჩევანი არ გვაქვს. ასე რომ, თუ ვაშინგტონში ვინმე ვინმეს მოკლავს... ეს სიკვდილით დასჯაა" | ციტირებს NBCnews ტრამპს და წერს, რომ პრეზიდენტის თქმით, აშშ-ის სხვა შტატებს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მირება ინდივიდუალურად მოუწევთ
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა, ინაუგურაციიდან მეორე დღეს, 21 იანვარს, ხელი მოაწერა სიკვდილით დასჯის შესახებ ბრძანებას, რომელიც გენერალურ პროკურორს ავალდებულებდა, მიეღო ყველა საჭირო და კანონიერი ზომა, რათა აშშ უზრუნველყოფილი ყოფილიყო საკმარისი ლეტალური ინექციებით, რაც სიკვდილით დასჯისთვის გამოიყენება. მაშინ ტრამპმა ასევე დაავალა გენპროკურორს, მოეთხოვა სიკვდილით დასჯა სამართალდამცველების მკვლელების წინააღმდეგ. ასევე, აღნიშნული მეთოდი გამოყენებულიყო აშშ-ში არალეგალურად მყოფ იმ უცხოელებზე, რომლებიც მძიმე დანაშაულებს ჩაიდენდნენ
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09