img1


"ზელენსკისა და პუტინს შორის დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საბოლოოდ, ამ ომს მაინც დავასრულებთ" - ტრამპი

შეხვდება თუ არა რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის - საკითხი კვლავ დისკუსიის საგანია. აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, სიტუაციას პუტინსა და ზელენსკის შორის პიროვნული კონფლიქტი ამწვავებს. მიუხედავად ამისა, შეერთებული შტატების 47-ე პრეზიდენტი იმედს იტოვებს, რომ ომი უახლოეს მომავალში დასრულდება.

 

"ჯერ არავინ იცის, რა უსაფრთხოების გარანტიებზეა საუბარი, რადგან კონკრეტულ დეტალებზე საჯაროდ არ გვისაუბრია. ევროპა უკრაინას მნიშვნელოვან უსაფრთხოების გარანტიებს მისცემს, მაგრამ პროცესში ჩვენც ჩართულები ვიქნებით, მხარდაჭერის თვალსაზრისით, რათა უკრაინელებს დავეხმაროთ. ვფიქრობ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, მაშინ პრობლემა არ გვექნება. ჩვენ დავეხმარებით, რადგან ადამიანების სიკვდილის ნახვა აღარ მინდა. ადრე ვფიქრობდი, რომ რუსეთ-უკრაინის საკითხის გადაწყვეტა ყველაზე მარტივი იქნებოდა მაგრამ, ეს ზელენსკისა და პუტინს შორის დიდი პიროვნული კონფლიქტიც აღმოჩნდა. მიუხედავად ამ ყველაფრისა, საბოლოოდ ამ ომს მაინც დავასრულებთ," - აცხადებს დონალდ ტრამპი.