დავიწყე წინასაარჩევნო შეხვედრები მოსახლეობასთან. პირველი შეხვედრა ჩაისუბნის ადმინისტრაციულ ერთეულში გავმართე.
საინტერესო საუბარი შედგა მოსახლეობასთან. მოვისმინეთ ადგილობრივების საჭიროებები, რა გამოწვევები დგას ჩაისუბნის მცხოვრებლების წინაშე. ჩვენი მხრიდან, გავაცანით მიმდინარე პროგრამები და პროექტები. ვმუშაობთ მაქსიმალურად, რათა თითოეულმა მოქალაქემ მიიღოს სარგებელი იმ სიკეთეებისგან, რასაც მუნიციპალიტეტის მერია მოსახლეობის საჭიროებების გათვალისწინებით ახორციელებს.
მადლობა მინდა გადავუხადო ყველას თანადგომისთვის, მხარდაჭერისთვის, ნდობისთვის.
თითოეული თქვენგანის გვერდში დგომა უდიდესი პასუხისმგებლობაა. მჯერა, ერთად ბევრ სასიკეთო საქმეს გავუკეთებთ ქობულეთს! - წერს ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ირაკლი ცეცხლაძე
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09