img1


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მამუკა მდინარაძე უხელმძღვანელებს - ის პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ წარადგინა.

 

პრემიერ-მინისტრმა რამდენიმე წუთის წინ სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ახალ ხელმძღვანელად მამუკა მდინარაძე წარადგინა. მისი კანდიდატურა პარლამენტმა უნდა დაამტკიცოს. 

 

ანრი ოხანაშვილმა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის თანამდებობა დატოვა, ის პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს მუშაობას. ამის შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.