აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი თვლის, რომ უკრაინას მოუწევს ომის დასრულების შეთანხმებაზე დათანხმება, ძირითადად რუსეთის პირობებით | ამის შესახებ გამოცემა Politico თეთრი სახლის მაღალჩინოსანზე დაყრდნობით წერს
„ის [ტრამპი] დიდი ხანია თვლის, რომ რუსეთს ომში უპირატესობა აქვს და სამშვიდობო მოლაპარაკებებში ჩასართავად დარწმუნებაა საჭირო, მეორეს მხრივ, უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული აშშ-ზე იარაღისა და დაზვერვის საკითხებში. ამიტომ, არსებობს მეტი ზეწოლის წერტილი, რათა ისინი შეთანხმებას დაეთანხმონ“- აცხადებს წყარო Politico-სთან
გარდა ამისა, იმავე ოფიციალური პირის თქმით, ტრამპის გუშინდელი პოსტი, რომ „ძალიან რთულია, თუ არა შეუძლებელი, ომის მოგება აგრესორ ქვეყანაზე თავდასხმის გარეშე“, არ იყო გაფრთხილება პუტინისთვის იმის შესახებ, რომ აშშ-ის პრეზიდენტი მზადაა განიხილოს უკრაინის აქტიური შეიარაღების შესაძლებლობა სამშვიდობო მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში. სინამდვილეში, მან მხოლოდ ახსნა მოლაპარაკებებში უკრაინის ბერკეტების ნაკლებობა და ამაზე პასუხისმგებლობა თავის წინამორბედს დააკისრა.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09