img1


აზერბაიჯანი და რუსეთი დღეს ასტრახანში ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის 23-ე შეხვედრას გამართავენ

დღეს ასტრახანში აზერბაიჯანსა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის სხდომა გაიმართება.

 

სავარაუდოდ, ეკონომიკურ სფეროში რიგ დოკუმენტებს მოეწერება ხელი. კომისიის თანათავმჯდომარეები არიან რუსეთის ვიცე-პრემიერი ალექსეი ოვერჩუკი და აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერი შაჰინ მუსტაფაევი.