img1


კახა კალაძე - მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს

მიხარია, რომ კიდევ ერთი ინფრასტრუქტურული პროექტი შეემატა ჩვენს დედაქალაქს. რამდენიმე წლის წინ საზოგადოებას დავპირდით, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი საუკეთესო სპორტული კომპლექსი. ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ რეალურად შევცვალეთ ის მავნე დამოკიდებულება, რაც 2012 წლამდე იყო სპორტის, ქართული ფეხბურთის, რეკრეაციული სივრცეების მიმართ. დღეს აბსოლუტურად განსხვავებული დამოკიდებულება გვაქვს. ჩვენ არათუ ვქმნით ახალ პროექტებს, არამედ ვიბრუნებთ წლების წინ გასხვისებულ სპორტულ სივრცეებს და რეკრეაციულ არეალებს, რადგან ეს ყველაფერი არის ამ ქალაქში მცხოვრები ადამიანების. 

 

დარწმუნებული ვარ, ეს კონკრეტული საფეხბურთო მოედანი გაზრდის ძალიან ბევრ ვარსკვლავს, ისეთებს, როგორებიც იყვნენ: ლევან კობიაშვილი, გიორგი ქინქლაძე, არველაძეები, ხვიჩა კვარაცხელია და ბევრი სხვა. ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეიძლება ფეხბურთის ფედერაციასთან ურთიერთთანამშრომლობით, იმ მნიშვნელოვანი პროგრამების გამოყენებით, რომლებიც ფიფა-ს და უეფა-ს აქვს, შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა სპორტისთვის. მერწმუნეთ, მომდევნო წლების განმავლობაში, ბევრ კიდევ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ

- წერს კახა კალაძე