img1


სანდრო ბრეგაძე — ელისაშვილის ცრუ ჩვენების და დაბეზღების გამო ამ ახალგაზრდებს გლდანის ციხის ჯოჯოხეთი გამოატარეს და რამდენიმე წლით საპყრობილეში ჩასვეს

სააკაშვილის რეჟიმის დროს ალეკო ელისაშვილმა ვანო მერაბიშვილის დავალებით უჩივლა და დააჭერინა მართლმადიდებელი ახალგაზრდები ( ფაქტობრივად ბავშვები - მაგალითად გიორგი გაბედავა,რატი მაისურაძე,შოთა აფხაიძე და სხვები ) 

 

ელისაშვილის ცრუ ჩვენების და დაბეზღების გამო ამ ახალგაზრდებს გლდანის ციხის ჯოჯოხეთი გამოატარეს და რამდენიმე წლით საპყრობილეში ჩასვეს

 

ამ “ ჩამშვებმა “ და “ ნასედკამ “ ყველაფერი გააკეთა , რომ 18-19-20 წლის ახალგაზრდები ბაჩო ახალაიას სადისტებს ეწამებინათ და მრავალი წლით ციხის ჯურღმულებში გამოეკეტათ

 

სირცხვილია და თბილისელების შეურაცხყოფა,რომ დღეს ამ მერაბიშვილის და ახალაიას აგენტ-პროვოკატორს აქვს პრეტენზია,რომ დედაქალაქის ერთ-ერთი მმართველი გახდეს

 

თბილისი ვერასოდეს იტანდა ჩამშვებ,დამბეზღებელ,ცრუმოწმე ნაძირლებს.ელისაშვილში თავმოყრილია ყველა ეს ამაზრზენი არაკაცობა

 

ვფიქრობ სასწრაფოდ გამოსაძიებელია და საქმეა აღსაძრავი ელისაშვილის მიერ მართლმადიდებელი ახალგაზრდების დაბეზღების და დაპატიმრების გამო.სისხლის სამართლის კოდექსით მან უმკაცრესად პასუხი უნდა აგოს ვანო მერაბიშვილის პირადი აგენტობის,ცრუ-მოწმეობის და პროვოკატორობის გამო.

 

ელისაშვილის მსგავსი “ ნასედკების “ ქვეშ მიწა უნდა იწვოდეს და ამას ჩვენ ვუზრუნველყოფთ 

 

P.S. აი რას წერს ელისაშვილის მიერ დაჭერილი პოლიტპატიმარი შოთა აფხაიძე 

 

“ ეს არაკაცი ელისაშვილი ! 

თბილისის სამართველოში მურთაზ ზოდელავა და მაშინდელი სამართველოს უფროსი პეტრიაშილი მკითხავდნენ 5 საათი , პეტრიაშვილის კაბინეტში. ზოდელავა ურეკავდა მერაბიშვილს , ბოკერიას და ახალაიას გამალებით, ალეკო მაგ დროს თურმე მოდულში ეგდო ახალაია თოფურიძესთან ინსტრუქციებს იღებდა . მერე მოეთრა სამმართველოში, მისცა ცრუ ჩვენება და ასე “აიწყო ცხოვრება” , იგივე გააკეთა ზურა გასიევ( ჯაფარიძემ) და სერგო რატიანმა ! 

 ეს პირები იყვნენ ჩემი და ბიჭების ცრუ მოწმეები. 

 რატომღაც კომისიაზე არ დამიძახეს არადა ბევრი მაქვს მოსაყოლი !”

- წერს სანდრო ბრეგაძე