img1


რუსეთ-უკრაინის ომი მე-3 მსოფლიო ომისკენ მიდიოდა" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, მარკ ლევინთან ინტერვიუში განაცხადა

"რუსეთ-უკრაინის ომი მე-3 მსოფლიო ომისკენ მიდიოდა" - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, მარკ ლევინთან ინტერვიუში განაცხადა. დონალდ ტრამპმა მისი წინამორბედები გააკრიტიკა და ამ კონტექსტში საქართველო ახსენა. აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა, რომ ყირიმი ობამას დროს, საქართველოს დიდი ნაწილი კი ბუშის დროს წაიღეს.

 

"ყირიმი ობამამ დათმო და ამის შესახებ არავინ საუბრობს. ეს მე რომ გამეკეთებინა, მომდევნო 20 წლის განმავლობაში ყველა გაზეთის პირველ გვერდზე ვიქნებოდი. იმაზე საუბრობენ, რომ დონალდ ტრამპს პუტინთან მეგობრული ურთიერთობა აქვს. ყირიმი მისთვის მე არ მიმიცია, ის სწორედ ობამას დროს წაიღეს, ხოლო საქართველოს დიდი ნაწილი კი, ბუშის დროს. ჩემს დროს არაფერი წაუღიათ. ვფიქრობ, რუსეთ-უკრაინის ომი მე-3 მსოფლიო ომისკენ მიდიოდა, მაგრამ ეს აღარ მოხდება, ამაზე არ ინერვიულოთ. ყველა დაინახავს რა მოხდება და როგორ მოგვარდება", - განაცხადა ტრამპმა.