img1


ირაკლი ჭეიშვილი: ოპოზიცია საერთოდ რომ გაერთიანდეს ერთი ნომრის ქვეშ, მაინც უშანსოები არიან კახი კალაძესთან ირაკლი ჭეიშვილი

„ოპოზიცია საერთოდ რომ გაერთიანდეს ერთი ნომრის ქვეშ, თავის დონორებით, არასამთავრობოებით, მაინც უშანსოები არიან კახი კალაძესთან“, - ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი, ოპოზიციის მერობის კანდიდატად ირაკლი კუპრაძის დასახელებას. 

 

„თავიდან ამბობდნენ, გაერთიანებულ ოპოზიციას, ვინც არჩევნებში მონაწილეობს, ნეიტრალური კანდიდატურა ეყოლებოდა, მაგრამ ნებისმიერი თბილისელი, რა თქმა უნდა, დღევანდელი ოპოზიციის შეთავაზებას არ დათანხმდება. აქედან გამომდინარე, იძულებულები იყვნენ, რომ ისევ მათი წიაღიდან დაესახელებინათ კანდიდატურა.

 

რაც შეეხება კონკრეტულად კუპრაძეს, ოპოზიცია საერთოდ რომ გაერთიანდეს ერთი ნომრის ქვეშ, თავის დონორებით, არასამთავრობოებით, მაინც უშანსოები არიან კახი კალაძესთან“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.