img1


მედიის ცნობით, გაფართოებული შეხვედრა დასრულდა, თუმცა ლიდერები თეთრ სახლში რჩებიან.

თეთრ სახლში გაფართოებული შეხვედრა, რომელშიც აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპელი ლიდერები მონაწილეობდნენ, დასრულდა, – ამის შესახებ BBC-ი წერს. 

 

მედიის ცნობით, შეხვედრის დასრულების შესახებ ინფორმაცია უკრაინულ დელეგაციაში არსებულმა წყაროებმა დაუდასტურეს.

 

თუმცა, BBC-ი ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ დონალდ ტრამპი და ვოლოდიმირ ზელენსკი კვლავ აგრძელებენ მოლაპარაკებებს, შესაძლოა, სხვა ფორმატში.

 

წყაროს თქმით, უკრაინის პრეზიდენტმა "ფოქს ნიუსთან" დაგეგმილი ინტერვიუ გააუქმა.