img1


BILD-მა BILD: პრეზიდენტმა ტრამპმა უარი თქვა ევროპელ ლიდერებთან ერთობლივ შეხვედრაზე და თავდაპირველად ზელენსკის პირადად შეხვდება, ევროკავშირისა და ნატოს წარმომადგენლები კი მხოლოდ შემდეგ შეუერთდებიან

BILD-მა სამთავრობო წყაროებიდან შეიტყო: ტრამპი თავდაპირველად მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს მიიღებს. მხოლოდ ამის შემდეგ შეუერთდებიან მას თანმხლები ევროკავშირის მაღალი რანგის პოლიტიკოსები. გაიმართება სამუშაო ვახშამი და რამდენიმესაათიანი დისკუსია გაფართოებულ ჯგუფში.

 

ზელენსკის თეთრ სახლში ბოლო ვიზიტის მოგონებები შემორჩენილი აქვს: თებერვალში მათი შეხვედრა სკანდალით დასრულდა და აშშ-ის პრეზიდენტმა დროებით შეაჩერა სამხედრო მხარდაჭერა. ეს რისკი ევროპელების მონაწილეობის მიუხედავად რჩება.