ალასკიდან ვაშინგტონში - მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ხვალ ამერიკის შეერთებული შტატები და თეთრი სახლი იქნება, სადაც ვოლოდიმირ ზელენსკი დონალდ ტრამპს შეხვდება. შტატებისა და უკრაინის პრეზიდენტები ევროპის კონტინენტზე მიმდინარე სამ წლიანი ომის დასრულების საკითხზე იმსჯელებენ. ტრამპი ზელენსკის პუტინთან გამართული შეხვედრის დეტალებს და ხანგრძლივი მშვიდობის სანაცვლოდ რუსეთის მოთხოვნებს გააცნობს.
ალასკაზე გამართულ სამიტზე საუბრობს რუსეთის პრეზიდენტი, ევროპელი ლიდერები კი სამშვიდობო მოლაპარაკებების მოლოდინში არიან.
გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცის განცხადებით, უკრაინისთვის ახლა მთავარი სამშვიდობო შეთანხმების გარანტიებია და კარგი ამბავია, რომ ამერიკა მზადაა მონაწილეობა მიიღოს ამ გარანტიების უზრუნველყოფაში.
"უკრაინისთვის მთავარი ახლა გარანტიებია. ის, თუ როგორ უნდა იყოს უზრუნველყოფილი რუსეთთან მდგრადი სამშვიდობო შეთანხმება. კარგი ამბავი ის არის, რომ ამერიკა მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ასეთ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში და ამას მხოლოდ ევროპელებს არ ანდობს. თუმცა, რა თქმა უნდა, ევროპელებმაც უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი გრძელვადიან პერსპექტივაში უკრაინის უსაფრთხოების ფორმირების საკითხში.
წინ გველის შემდგომი მოლაპარაკებები - ორშაბათს ვაშინგტონში პრეზიდენტ ტრამპსა და პრეზიდენტ ზელენსკის შორის, რასაც რაც შეიძლება მალე მოჰყვება სამმხრივი შეხვედრა სამ პრეზიდენტს - ტრამპს, ზელენსკის და პუტინს შორის, სწრაფი სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის მიზნით. თუ ეს გამოვა, ეს უფრო ღირებული იქნება, ვიდრე ცეცხლის შეწყვეტა, რომელიც შესაძლოა კვირების განმავლობაში გაგრძელდეს და არ ჰქონდეს პროგრესი პოლიტიკური ან დიპლომატიური ძალისხმევის კუთხით", - აცხადებს ფრიდრიხ მერცი.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09