img1


რუსეთ-აშშ-უკრაინის სამიტისთვის მზადება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ ტრამპი და ზელენსკი ორშაბათს მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის - CNN

აშშ-ის პრეზიდენტმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ ის მომავალ პარასკევს ზელენსკისთან და პუტინთან შეხვედრას გეგმავს, თუმცა სამიტისთვის მზადება მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ უკრაინის პრეზიდენტთან თეთრ სახლში მოლაპარაკებები წარმატებით ჩაივლის. თეთრ სახლში საუბარში ასევე უნდა მონაწილეობდნენ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯ.დ. ვენსი და ერთ-ერთი ევროპელი ლიდერი, თუმცა მისი სახელი ჯერ არ გახმაურებულა, იუწყება CNN წყაროებზე დაყრდნობით.

თეთრ სახლში თებერვალში ვიზიტის დროს ვენსი ზელენსკისთან კამათში ჩაება და „მადლიერების ნაკლებობაში“ დაადანაშაულა.