Reuters-ის ინფორმაციით უკრაინის პრეზიდენტმა მაშინვე უარყო პუტინის ეს წინადადება, როგორც კი პირობა ტრამპმა მასთან და ევროპელ ლიდერებთან სატელეფონო საუბრისას გააჟღერა.
საერთაშორისო მედია სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ტრამპმა სატელეფონო საუბრის დროს პუტინის პოზიცია გაახმოვანა, რუსეთის პრეზიდენტი კიევისგან მოითხოვს უარი თქვას უკრაინის აღმოსავლეთში დონბასის მთელ ტერიტორიაზე და ამბობს, რომ სანაცვლოდ ფრონტს გაყინავს და პრეტენზიას აღარ გამოაცხადებს ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქების იმ ტერიტორიაზე, რომელსაც უკრაინა აკონტროლებს.
მედიის ინფორმაციით ახლა ევროპელი ლიდერები შიშობენ, რომ ტრამპი შეთანხმების მისაღწევად უკრაინაზე ზეწოლას განახორციელებს და მათ ტერიტორიის დათმობას მოსთხოვს.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09