img1


სენატორი ლინდსი გრემი - ტრამპს, ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა თუ შედგება, ომი შობამდე ადრე დასრულდება.

აშშ-ის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა თუ შედგება, მაშინ უკრაინაში ომი შესაძლოა, შობამდე დასრულდეს - ამის შესახებ რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი წერს.

 

მისივე თქმით, სამმხრივი შეხვედრა თუ არ შედგა, შესაძლოა, დონალდ ტრამპმა ვლადიმერ პუტინს სერიოზული შედეგები დააკისროს.

 

"თუ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, პრეზიდენტს ზელენსკისა და პუტინს შორის სამმხრივი შეხვედრა შედგება, მაშინ მე ფრთხილად ოპტიმისტური ვიქნები, რომ ეს ომი შობამდე ადრე დასრულდება. თუ ეს შეხვედრა არ შედგება, ვფიქრობ, პრეზიდენტმა ტრამპმა შესაძლოა, სერიოზული შედეგები დააკისროს პუტინს და ყველას, ვინც მის ნავთობს და გაზს ყიდულობს,"- წერს ლინდსი გრემი