img1


ომს გამოქცეული უკრაინელები აშშ-ში დარჩენის ლეგალურ სტატუსს კარგავენ - Wall Street Journal

თუ ტრამპის ადმინისტრაცია ზომებს არ მიიღებს, შეერთებულ შტატებში ათიათასობით უკრაინელი ლტოლვილი პარასკევიდან იურიდიულ დაცვას დაკარგავს, რაც მათ დაპატიმრებისა და დეპორტაციის საფრთხეს შეუქმნის. ინფორმაციას wall street journal-ი ავრცელებს.

 

როგორც გავლენიანი გამოცემა იუწყება, ბოლო ორი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში გაქცეული დაახლოებით 120 000 უკრაინელი ჰუმანიტარულ დაცვას თანდათან დაკარგავს.

 

უკრაინელები აშშ-ში "გაერთიანება უკრაინისთვის“ პროგრამის ფარგლებში ჩავიდნენ, რომელიც ბაიდენის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი დროებითი იურიდიული პროგრამა იყო. მათ ორწლიანი განახლებადი სტატუსი მიენიჭათ, რომელიც ჰუმანიტარული პირობითი გათავისუფლების სახელითაა ცნობილი, იმ პირობით, რომ ისინი კერძო ამერიკელ სპონსორს იპოვიდნენ, რომელიც მათ მიიღებდა.

 

ბაიდენის ადმინისტრაციამ, ეს პროგრამა უკრაინელების სწრაფად განსახლების მიზნით შექმნა, რადგან აშშ-ის ლტოლვილთა მიღების ტრადიციულ სისტემას შეიძლება ამისთვის წლები დასჭირდეს. უარყოფითი მხარე ის იყო, რომ ყველას, ვინც პროგრამით ისარგებლებდა, დროებითი სტატუსი ეძლეოდა, რაც მათ დაუცველს ხდიდა მისი ვადის გასვლის შემდეგ. გარდა ამისა, თუ მთავრობას მათი დაპატიმრება ენდომება, მათ აქვთ პროგრამით მოსარგებლეთა სახლის მისამართები.

 

როდესაც პრეზიდენტმა ტრამპმა თანამდებობა დაიკავა, მან პროგრამა დაასრულა და სამუშაო ნებართვების გაცემა შეწყვიტა მათთვის, ვისი ნებართვების ვადაც იწურებოდა. ამასთან, პრეზიდენტმა ტრამპმა მაშინ განაცხადა, რომ უკრაინელებს აშშ-ში დარჩენის უფლებას ომის დასრულებამდე მისცემდა.