img1


აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინა დღეს თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა რუს კოლეგასთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის წინა დღეს თეთრ სახლში პრესკონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან მან შეხვედრასთან დაკავშირებულ მოლოდინებზე ისაუბრა: 

 

ჟურნალისტი: ბატონო პრეზიდენტო, დათანხმდებით თუ არა რომ შევამციროთ NATO-ს ჯარები ევროპის ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა, მაგალითად, პოლონეთი, იმისთვის, რომ რუსეთი დათანხმდეს სამშვიდობო შეთანხმებას?

 

ტრამპი: ეს საკითხი აქამდე წამოყენებული არ ყოფილა. ამაზე მოგვიანებით ვიფიქრებ.0

 

ჟურნალისტი: დაუყოვნებელ ცეცხლის შეწყვეტის გარდა რაიმე სხვა შედეგი იქნება გამარჯვება ამერიკისთვის ხვალ?

 

ტრამპი: ჩვენ ამას ხვალ ვნახავთ. არ ვიცი, ეს შეკითხვა საიდან მოვიდა, მაინცდამაინც კარგი შეკითხვა არ არის. მე ვიტყოდი, რომ ხვალ მინდა მხოლოდ ის, რომ მაგიდა მოვამზადო მომდევნო შეხვედრისთვის, რომელიც ძალიან მალევე უნდა მოხდეს... შესაძლოა, ეს ალასკაშივე მოხდეს, სადაც ჩვენ ვიქნებით და ეს უფრო ადვილი იქნება, მე ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესო პროცესი იქნება. ჩვენ გავიგებთ, რა პოზიციაზე დგანან მხარეები და მე შეხვედრის პირველ 2-3, მაქსიმუმ 5 წუთში გავიგებ, ეს შეხვედრა კარგი იქნება თუ ცუდი. თუ შეხვედრა ცუდი იქნება, ის ძალიან სწრაფად დამთავრდება, მაგრამ თუ შეხვედრა კარგი იქნება, ჩვენ მივაღწევთ მშვიდობას ძალიან ახლო მომავალში