ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში დაიწყო.
ანკარაში მეუღლესთან ერთად ვიმყოფები. ანკარას „ესენბოღას“ საერთაშორისო აეროპორტში ქართულ დელეგაციას თურქეთის ხელისუფლების მაღალი რანგის პირები დაგვხვდნენ.
დღეს, თურქეთის პრეზიდენტის სასახლეში ჩემი კოლეგა, რეჯეფ თაიფ ერდოღანი მიმასპინძლებს. თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან უმაღლესი დონის შეხვედრებს გავმართავ.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში არჩილ კალანდია, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, თურქეთის რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი და წევრები: გიორგი ჭყონია, მარიამ ლაშხი, გურამ მაჭარაშვილი.
- ვკითხულობთ პრეზიდენტის განცხადებაში
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09