img1


ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა

თურქეთში, ბალიქესირის პროვინციაში მომხდარ 6.1 მაგნიტუდის მიწისძვრას ერთი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია 29 მოქალაქე.

 

ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით, მიწისძვრის შედეგად 16 შენობა ჩამოინგრა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამძებრო-სამაშველო ოპერაციები დასრულებულია, მასშტაბური ნგრევა არ ფიქსირდება.

 

თურქეთში 6.1 მაგნიტუდის მიწისძრვა 10 აგვისტოს მოხდა.