გამოცემის ცნობით, დონალდ ტრამპს 8 აგვისტო ვლადიმერ პუტინისთვის საბოლოო ვადად ჰქონდა გამოცხადებული, რომ შეეწყვიტა ბრძოლა ან დამანგრეველი სანქციების წინაშე აღმოჩნდებოდა.
გამოცემა იუწყება, რომ დაახლოებით საღამოს 6 საათზე, თეთრმა სახლმა გამოაცხადა, რომ ბატონ ტრამპსა და ბატონ პუტინს შორის სამიტი 15 აგვისტოს ალასკაში გაიმართება, რომელსაც შესაძლოა, უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არ დაესწროს.
“The Economist-ი” წერს, რომ როგორც ჩანს, პუტინმა ეს დიპლომატიური ტრიუმფი ამერიკელ ელჩებთან მოლაპარაკებების ოსტატურად წარმართვით მიაღწია.
“ეს ბატონი ტრამპისთვის ნაცნობი სცენარია - მკაცრი რიტორიკა, შემდეგ რბილი დათმობა და კრემლისთვის ამოსუნთქვის საშუალება",- წერს გამოცემა.
ცნობისთვის, შეერთებული შტატებისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრა პარასკევს, 15 აგვისტოს, ალასკას შტატში შედგება.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09