,,სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი ფიცო იმის შესახებ, რომ პუტინისა და ტრამპის შეხვედრის შედეგად უკრაინა დაზარალდება”:
ყველამ უკვე იცის, რომ უკრაინის ნატოში გაწევრიანება შეუძლებელია. ყველამ უკვე იცის, რომ დასავლეთმა უკრაინა გამოიყენა რუსეთის დასუსტების მცდელობაში, რაც არ გამოუვიდა და რის გამოც, სავარაუდოდ, უკრაინას ძვირის გადახდა მოუწევს. გახსოვთ ის ძველი აფრიკული ჭეშმარიტება, რომელის გამეორებაც მე ძალიან მიყვარს? ის ამბობს: „ფილები იჩხუბებენ ან უყვართ ერთმანეთი, ბალახი ყოველთვის ზარალდება“. მიუხედავად იმისა, როგორ წარიმართება ფილების მოლაპარაკებები 15 აგვისტოს, დაზარალდება ბალახი, ამ შემთხვევაში უკრაინა. უკრაინის პოლიტიკური ლიდერები გარკვეულწილად პასუხისმგებელნი არიან ამ მდგომარეობაზე, რადგან ისინი დაემორჩილნენ დასავლეთის მოწოდებებს და სრულად დაუჭირეს მხარი დასავლეთის წარუმატებელ სტრატეგიას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთისთვის ზიანის მიყენებას უკრაინის სამხედრო კონფლიქტში ყოვლისმომცველი მხარდაჭერით.
რაც უახლოეს კვირებში მოხდება, არ იქნება ვარდისფერი. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ორი რამ არის:
1. შეთანხმდნენ სამხედრო მოქმედებების დაუყოვნებლივ შეწყვეტაზე და დაასრულონ სლავების უსარგებლო მკვლელობები;
2. არ დაუშვან სხვა დასავლური მოთამაშეების ჩარევა ცეცხლის შეწყვეტის ნებისმიერ შესაძლო შეთანხმებაში. ომი მაინც ერთხელ დასრულდება და მაშინ დაინახავთ, როგორ გაიქცევიან ისინი, ვინც ყველაზე საზიზღარ სიტყვებს ყვიროდა რუსეთის მისამართით, ამ დიდ ქვეყანაში ბიზნეს შესაძლებლობების საძებნელად.
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09