img1


ზელენსკიმ მხარი დაუჭირა იტალიაში სამშვიდობო შეხვედრის იდეას, თუმცა რუსეთმა რომი, როგორც მოლაპარაკებების ადგილი, უარყო, - იუწყება ANSA.

სააგენტო წერს, რომ ტრამპმა რომს მიმართა და მიიღო „ისეთი დადებითი პასუხი“, რომ სახელმწიფო მდივანმა რუბიომ შესაბამისი ინფორმაცია გაუგზავნა იტალიას, საფრანგეთს, გერმანიას, დიდ ბრიტანეთს, უკრაინას და ფინეთს.

„ზელენსკიმ ამ ინიციატივას მხურვალე მხარდაჭერა გამოუცხადა, თუმცა სამიტი რომში არ გაიმართება მოსკოვის წინააღმდეგობის გამო, რომელიც იტალიას უკრაინასთან ზედმეტად მჭიდრო კავშირად მიიჩნევს“, - იუწყება ANSA.