img1


მოუთმენლად ველი, რომ 8 აგვისტოს ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს |ტრამპი

"მოუთმენლად ველი, რომ 8 აგვისტოს ვუმასპინძლო აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევსა და სომხეთის პრემიერს, ნიკოლ ფაშინიანს თეთრ სახლში. ეს ორი ქვეყანა ერთმანეთთან ბევრი წლის განმავლობაში ომობდა, რამაც ათასობით ადამიანის მსხვერპლი გამოიწვია. ბევრმა ლიდერმა სცადა ამ ომის დასრულება, თუმცა აქამდე წარუმატებლად, მადლობა ბატონ ტრამპს. 8 აგვისტოს, პრეზიდენტი ალიევი და პრემიერი ფაშინიანი თეთრ სახლში შემომიერთდებიან სამშვიდობო ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის ოფიციალურ ცერემონიაზე. აშშ-ც ხელს მოაწერს ორმხრივ შეთანხმებას ორივე ქვეყანასთან, რათა ერთად ვეძებოთ ეკონომიკური შესაძლებლობები და სრულიად გამოვიყენოთ სამხრეთ კავკასიის რეგიონის პოტენციალი. მე ამაყი ვარ, ამ გამბედავი ლიდერებით. ეს ისტორიული დღე იქნება სომხეთისთვის, აზერბაიჯანისთვის, ამერიკისთვის და მთელი მსოფლიოსთვის!" | წერს აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი TruthSocial-ზე.