img1


ტრამპის „მეორადი სანქციები“, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგაა მიმართული, ამერიკის ეკონომიკას დააზარალებს - CNN

ამ კვირაში აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ უკრაინაში მშვიდობის დამყარების იძულების გეგმის შესრულების ახალი ვადა იწურება: 

 

მოსკოვის ნავთობის მყიდველი ქვეყნებისთვის ახალი ტარიფების დაწესება.

 

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, ტრამპის საგარეო საქმეთა წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი ოთხშაბათს რუსეთში გაემგზავრა ვადის ამოწურვამდე, რომელიც ამ კვირის ბოლოს იწურება.

 

თუმცა, თუ უკრაინაში მშვიდობა ჯერ კიდევ შორს ჩანს და ტრამპი თავის გეგმას გააგრძელებს, ახალმა სანქციებმა კი შესაძლოა ამერიკის ეკონომიკას დაატყდეს თავს - სამომხმარებლო საქონლის გაძვირების, ამერიკული კომპანიებისთვის მოგების დაბალი ზღვრის და შესაძლოა ნავთობის ფასების ზრდის გზით, განუცხადეს ანალიტიკოსებმა CNN-ს.

 

„დააზრალებს იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსული ენერგიის დიდი მოცულობით მოპოვებას განაგრძობენ... 

ასევე მნიშვნელოვნად დააზარალებს შეერთებული შტატების ეკონომიკას“, - განაცხადა კლეიტონ სეიგლმა, ორპარტიული ამერიკული ანალიტიკური ცენტრის, სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის ენერგეტიკისა და გეოპოლიტიკის უფროსმა მკვლევარმა.

 

მისი თქმით, პოტენციური ტარიფები „გამოიწვევს ინფლაციის ზრდას“ აშშ-ში და ამერიკულ ბიზნესებს იმპორტის უფრო მაღალ ხარჯებს დაუწესებს.

 

 გასულ თვეში ტრამპმა განაცხადა, რომ რუსული ნავთობის მყიდველებზე 100%-იან ტარიფს დააწესებდა, თუ მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი, უკრაინასთან 50-დღიან პერიოდში მშვიდობას არ დაამყარებდა - ვადა, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ამ კვირაში გადადო.

 

ტარიფი ძირითადად ინდოეთიდან და ჩინეთიდან იმპორტზე გავრცელდება, რომლებიც არა მხოლოდ რუსული ნავთობის ძირითადი მყიდველები არიან, არამედ ამერიკის ორი უდიდესი სავაჭრო პარტნიორიც. აშშ-ის ოფიციალური მონაცემებით, გასულ წელს აშშ-მ ამ ორი ქვეყნიდან ჯამში 526 მილიარდი დოლარის ღირებულების საქონელი შემოიტანა.

 

ორივე აზიურმა ქვეყანამ რუსული ნედლი ნავთობის შესყიდვები გაზარდა 2022 წელს მოსკოვის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, რომლის ფასიც დასავლეთის ქვეყნებმა მკვეთრად შეამცირეს და რუსული საწვავის იმპორტის შემცირების შემდეგ დაეცა.

 

ენერგეტიკული მონაცემების ფირმა Vortexa-ს მონაცემებით, რუსეთი ამჟამად ჩინეთში ნედლი ნავთობის იმპორტის 13.5%-ს ახდენს, ომამდე კი ეს მაჩვენებელი 7.7%-ს შეადგენდა.

 

ამასობაში, ინდოეთი რუსეთიდან უფრო მეტ ნედლ ნავთობს ყიდულობს, ვიდრე ნებისმიერი სხვა ადგილიდან: რუსული ნავთობი ინდოეთის ბაზრის 36%-ს შეადგენს.

 

 როგორც ჩანს, ამან ინდოეთი ტრამპის რისხვის სამიზნედ აქცია: სამშაბათს მან პირობა დადო, რომ „ძალიან მნიშვნელოვნად“ გაზრდის ტარიფებს ქვეყნისთვის „მომდევნო 24 საათის განმავლობაში“ რუსული ნავთობისადმი მისი მადის გამო.

 

ჩინურ საქონელზე დამატებითი ტარიფები, რომლებიც უკვე 30%-ია, სავარაუდოდ, გაზრდის სამომხმარებლო პროდუქტების ფასს აშშ-ში, როგორიცაა iPhone-ები, განაცხადა ჯოვანი სტაუნოვომ, UBS Wealth Management-ის სასაქონლო ანალიტიკოსმა და აღნიშნა, რომ „ამერიკელი მომხმარებელი ამით განაწყენდება“.

 

ამ მიზეზით, მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთს „შეიძლება სჯეროდეს“, რომ ტრამპი ახალი ტარიფებს ამოქმედდების მიმართ, სავარაუდოდ, სკეპტიკურად არის განწყობილი, რომ მას „შეუძლია გაუძლოს (შედეგად) ეკონომიკურ ტკივილს“ ამერიკისთვის, თქვა მან. ეს იმაზე მიუთითებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს შეუძლია ამ სადამსჯელო ზომების დაწესებისთანავე გააუქმოს ისინი.

 

ჩინეთი აქამდეც ყოფილა ასეთი. ტრამპმა წელს ჩინურ საქონელზე მაღალი სამნიშნა ტარიფები შემოიღო, მაგრამ მოგვიანებით, სანამ ორივე მხარე სავაჭრო გარიგებაზე მოლაპარაკებებს აწარმოებდა, ისინი მკვეთრად შეამცირა. „ტრამპი პირველი დანებდა (იმის გამო), თუ რა გავლენა იქონია ამან აშშ-ში იმპორტზე“, თქვა სტაუნოვომ.

 

 რუსეთის ნავთობის შემოსავლების მეორადი ტარიფებით შეკუმშვა ასევე ნიშნავს მისი ნავთობის გლობალურ ბაზრებზე გატანის შეზღუდვას, სადაც ფასები დგინდება.

 

„რუსეთი ძალიან დიდია იმისთვის, რომ გაკოტრდეს“, - ამბობს სტაუნოვო. „რუსეთი დღეში 7 მილიონ ბარელს ნედლ და რაფინირებული პროდუქტის ექსპორტზე გატანას ახერხებს. ეს არის უზარმაზარი რაოდენობა, რომლის ჩანაცვლებაც ასე ადვილად შეუძლებელია“.

 

ანალოგიურად, კირან ტომპკინსი, Capital Economics-ის უფროსი სასაქონლო ეკონომისტი, ტრამპის მუქარის შედეგად ნავთობის ფასების ზრდის რისკს ხედავს და გასულ თვეში აღნიშნა, რომ რუსეთის ნედლი ნავთობის ექსპორტი გლობალური მოხმარების 5%-ზე ოდნავ ნაკლებია.

 

და ეს გლობალური ფასები მნიშვნელოვანია აშშ-სთვის, რომელიც, მიუხედავად იმისა, რომ ნავთობის მასშტაბური მწარმოებელია, მაინც დიდი რაოდენობით ნედლ ნავთობს იმპორტს ახორციელებს.

 

FactSet-ის მონაცემებით, ბრენტის ნედლი ნავთობის ფასი, გლობალური საორიენტაციო ფასი, ოთხშაბათს, დილის 4:13 საათისთვის, აღმოსავლეთის დროით, 0.8%-ით გაიზარდა და ბარელზე 68.2 დოლარი შეადგინა. თუმცა, წელს ის მაინც 8.6%-ით შემცირდა.

 

 თუ ტრამპი მეორეხარისხოვან ტარიფებს შემოიღებს, შესაძლოა, ისინი მის მიერ დაპირებულ მაჩვენებელთან ახლოსაც არ იყოს.

 

სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების ცენტრის წარმომადგენელი სეიგლი მიიჩნევს, რომ 10%-დან 30%-მდე გაცილებით დაბალი დონე „მეტ წონას“ შემატებს და ქვეყნებს ნავთობის მარაგების დივერსიფიკაციისკენ წაახალისებს.

 

„დრაკონული სანქციები... უბრალოდ ბლეფად აღიქმება - რადგან ისინი (აშშ-ს) დააზარალებს, ისევე როგორც სხვებს“, - თქვა მან.

- CNN