"ტრამპი რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების შემოღების შესაძლებლობას მომდევნო 24-36 საათში გადაწყვეტს... ჩვენ არ ვიცით, შეხვდებიან თუ არა ტრამპი და პუტინი ერთმანეთს მომავალ კვირას. ეს დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ მხარეები მოლაპარაკებებში წინსვლას... ამერიკის შეერთებული შტატები მიიჩნევს, რომ მოლაპარაკებების გარკვეულ ეტაპზე ცეცხლის შეწყვეტა უნდა გამოცხადდეს... შესაძლოა, მომდევნო რამდენიმე დღეში ტრამპი პუტინს ტელეფონით ესაუბროს. ამ ეტაპზე საუბარი ჯერ დაგეგმილი არ არის. სანამ პრეზიდენტი ტრამპი პუტინს შეხვდება, ბევრი რამ უნდა მოხდეს" | განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ
მანამდე, New York Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპი მომდევნო კვირას პირადად შეხვდებოდა ვლადიმერ პუტინს. გამოცემამ 2 სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით დაწერა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ამის შემდეგ ზელენსკისა და პუტინთან შეხვედრასაც განიხილავდა. ასევე, Reuters-მა თეთრი სახლის წარმომადგენელზე დაყრდნობით დაწერა, რომსტივ უიტკოფისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრაზე მიღწეული „დიდ პროგრესის“ მიუხედავად, ვაშინგტონი პარასკევს მეორადი სანქციების დაწესებისათვის ემზადება. მათი ინფორმაციით, აშშ რუსეთისთვის მეორადი სანქციების დაწესებას 8 აგვისტოს გამოაცხადებს
2025-11-11
2025-11-11
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09