img1


ეს ჩინეთში ჩიკუნგუნიას ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა. ვირუსი ინფიცირებული კოღოებით გადადის

ჩინეთის ხელისუფლება იყენებს ბადეებს, აფრქვევს ინსექტიციდებს და დრონებსაც კი ათავსებს კოღოების მიერ გავრცელებული ჩიკუნგუნიას ვირუსის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელმაც ათასობით ადამიანი დააინფიცირა.

 

ოთხშაბათის მონაცემებით, ხელისუფლებამ ვირუსის 7000-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა, ძირითადად სამხრეთ ჩინეთის საწარმოო ცენტრში, ფოშანში, რომელიც ჰონგ-კონგიდან დაახლოებით 170 კილომეტრში (105 მილში) მდებარეობს. ხელისუფლების ცნობით, ახალი შემთხვევების რაოდენობა ნელ-ნელა მცირდება.

 

ოქსფორდის უნივერსიტეტის წარმომადგენელი ცეზარ ლოპეს-კამაჩოს თქმით, ეს ჩინეთში ჩიკუნგუნიას ყველაზე მასშტაბური აფეთქებაა. ვირუსი ინფიცირებული კოღოებით გადადის და შეიძლება გამოიწვიოს სიცხე და სახსრების ტკივილი.