img1


ჯეი დი ვენსი: პატარა ბავშვები შიმშილით კვდებიან, ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა ღაზაში დახმარება შევიდეს.

აშშ-ის ვიცე პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რათა ღაზას სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შევიდეს. 

როგორც ვენსი აღნიშნავს, ღაზას სექტორში პატარა ბავშვები შიმშილით იხოცებიან. 

„არ ვიცი, ყველას გინახავთ თუ არა ეს კადრები. ძალიან გულსატკენი შემთხვევებია. არის პატარა ბავშვები, რომლებიც აშკარად შიმშილით კვდებიან. ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რომ ეს დახმარება შემოვიდეს. ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს, რომ ჰუმანიტარული დახმარება დაუშვას. ასევე, ჩვენ უნდა ვებრძოლოთ „ჰამასს“, რათა ამ ხალხმა შეწყვიტოს ამ ტერიტორიაზე საკვების შეტანის შეფერხება,“ - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.