ირაკლი ღარიბაშვილი დარჩა ქართველი ხალხის გვერდით და სახელმწიფოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ არ წავიდა, არ ითამაშა ფაშინიანის მსგავსი თამაში, რამაც გადაარჩინა ჩვენი ქვეყანა მსხვერპლს, ახალი დევნილების მიღებას, ახალი ტერიტორიების დაკარგვას.
ხოლო ბათუმი, თბილის და ქუთაისი არ გადააქცია მელიტოპოლად, ბუჩად და ხერსონად.
ეს არ გააკეთა! და "ზელენსკი - არახამიას" დუეიტის მსგავსად ქვეყანა ამერიკულ გრანტებში არ გაცვალა.
მოკლედ და კონკრეტულად მოუჭრა, ბორელს, დეგნანს და ორსულა ფონდერლაიენებს, რომ ის იმოქმედებს ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე და მისი ყველა ნაბიჯი გაწონასწორებული და პრაგმატული იქნება, ისეთი როგორიც ქართველი ხალხის დაკვეთა გახლავთ.
და რა გვსურს ჩვენ ქართველ ხალხს ?
პირველ რიგში მშვიდობა, რომელსაც ნატრულობენ უბრალო უკრაინელი მოქალაქეები, სამშვიდობო დიალოგი აფხაზებთან და ოსებთან.
რაც მთვარია ეკონომიკური კავშირები რუსეთთან და არა თვალთმაქცი დასავლეთის მიერ ნაკარნახები წესები, რომელიც თავად აწარმოებს გაცხოველებულ ვაჭრობას მოსკოვთან და ჩვენ ჩვენი ეკონომიკის ნგრევის ფასად გვთხოვს მივუერთდეთ სანქციებს.
ამიტომაც, თეთრი სახლიდან მართული "ჯღანები" აგენტოკრატები და თქვენს მიერ მართული 200 - ზე მეტი ენჯეო თმის ღერსაც ვერ ჩამოუგდებთ პრემიერს - ირაკლი ჯანყარაშვილი.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08