მომავალ კვირას ევროკავშირის არაფორმალური სამიტის წინ რომელიც ესპანეთში, გრანადაში უნდა გაიმართოს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა გამოთქვა სკეპტიციზმი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოახლოებული მოლაპარაკებების მიმართ. ამის შესახებ მან ეროვნული რადიოს ეთერში განაცხადა.
„შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკება ტერიტორიულ ომში მყოფ ქვეყანასთან? ჩვენ არ ვიცით მისი ტერიტორიის ფართობი, რადგან ის ჯერ კიდევ ომშია. და ჩვენ არ ვიცით მოსახლეობის ზუსტი რაოდენობა, რადგან ისინი გარბიან. ქვეყნის მიღება მისი პარამეტრების ცოდნის გარეშე უპრეცედენტო იქნებოდა“, - ამბობს უნგრეთის მთავრობის მეთაური.
გრანადაში გამართული შეხვედრა ევროკავშირის გაფართოების თემას მიეძღვნება. ორბანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ახალი წევრების მისაღებად აუცილებელია ევროკავშირის 27 ამჟამინდელ სახელმწიფოს შორის ერთსულოვნება. ამავდროულად, მან აღნიშნა, რომ პარლამენტარებში არ ხედავს დიდ სურვილს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მცდელობა.
”მე ფრთხილად ვიქნებოდი ასეთი ამბიციური გეგმებით,” - დაასკვნა ორბანმა.
2025-11-10
2025-11-10
2025-11-10
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-09
2025-11-08