img1


თაღლითების ფულის გათეთრების საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო

ბადრი ჯაფარიძის, მამუკა ხაზარაძისა და ავთანდილ წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმე უზენაესმა სასამართლომ წარმოებაში არ მიიღო.

 

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება მხარეების მიერ გასაჩივრებიდან 6 თვის შემდეგ მიიღო და სააპელაციო სასამართლოს განჩინება ძალაში დატოვა.

 

როგორც ცნობილია, ჯგუფური თაღლითობის ბრალდებით ჯაფარიძეს, ხაზარაძესა და წერეთელს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი, თუმცა მუხლის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ.