img1


ესპანური გაზეთი „ელ მუნდო“ (El Mundo)„კიევისადმი სოლიდარობა მცირდება“ ზელენსკი დაღვრემილია

„ვლადიმერ პუტინი მშვიდად ელოდება მოვლენების განვითარებას. ზის კრემლში და სიტუაციას აკვირდება. არა მარტო იმიტომ, რომ დრო რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს, მოსკოვს შეუძლია მობილიზაცია კიდევ გამოაცხადოს და ფრონტზე ახალი ძალები გაგზავნოს, არამედ იმიტომაც, რომ მას აინტერესებს რა მოხდება დასავლეთის ქვეყნებში, რომლებშიც საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს – პოლონეთში, სლოვაკეთში, დანიაში, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში და სხვაგან“, – ნათქვამია სტატიაში.

 

„ევროპული ქვეყნების ბლოკში, რომლისგანაც უკრაინა მნიშვნელოვან დახმარებასა და მხარდაჭერას იღებდა, ახლა სიტუაცია მყიფეა და არასტაბილური. მმართველი პარტიების ყურადღება ახლა შიდაპოლიტიკურ მომენტებზეა გადატანილი, რომ რაც შეიძლება მეტი ხმები მიიღონ არჩევნების ჟამს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევისადმი დახმარების საკითხი გვერდზეა გადადებული და მათ უმთავრესად საკუთარი პრობლემების მოგვარება აინტერესებთ“, – აღნიშნავს ავტორი.

 

„მსგავსი რამ მოსალოდნელია ატლანტის ოკეანის მეორე მხარეს – ამერიკის შეერთებულ შტატებშიც, სადაც არაოფიციალურად დაწყებული წინასაარჩევნო კამპანია ქვეყნის შიდა პრობლემებზეა კონცენტრირებული. თანაც არჩევნებში სავარაუდო გამმარჯვებელი დონალდ ტრამპი მაინცდამაინც ისე მძაფრად არ გამოდის „უკრაინისა და ევროპის უპირველესი მტრის – ვლადიმერ პუტინის“ წინააღმდეგ, როგორც ეს კიევს სურს“, – ნათქვამია სტატიაში.