img1


დანილოვი - უკრაინული მხარე არ გამოიყენებს რაკეტებს რუსეთის წინააღმდეგ

უკრაინის უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელმა ალექსეი დანილოვმა ესპანურ გაზეთ ABC-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები არ გამოიყენებენ ATACMS რაკეტებს რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის.

 

 „ჩვენ მათ არ გამოვიყენებთ რუსეთის ტერიტორიაზე, ჩვენ გვაქვს შეთანხმებები ამ საკითხზე ჩვენს პარტნიორებთან“, - განაცხადა მან.

 

 მისი თქმით, უკრაინული მხარე არ გამოიყენებს რაკეტებს რუსეთის წინააღმდეგ, რადგან პარტნიორებთან გარკვეული შეთანხმებები არსებობს. თუმცა, მან განმარტა, რომ ასეთი რაკეტები გამოყენებული იქნება „ექსკლუზიურად იმ ტერიტორიის დასაცავად“, რომელსაც უკრაინა თავისად მიიჩნევს.

 

 ერთი დღით ადრე ტელეკომპანია NBC, ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ ვაშინგტონი უკრაინაში ATACMS რაკეტების მცირე პარტიას გაუგზავნის.