img1


„ვფიქრობ ამით, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას გამოვხატავ"

„ვფიქრობ ამით, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის პოზიციას გამოვხატავ.

განსაკუთრებით კი იმ გაწბილებული

მებრძოლი და ერთგული ხალხის, რომლებიც ამ ათი წლის განმავლობაში, სამართლიანობის მოლოდინში უანგაროდ ედგნენ ქართული ოცნების ლიდერებს გვერდით.

2016 - წლიდან კი მიუხედავად არა ერთი უსამართლობისა, ისევ მათ გადაჰქონდათ საკუთარ ზურგზე 

ყველა არჩევნები, რომლებშიც დაშვებული შეცდომების და არა ერთი ქვმეძრომი "გაქოცებული ნაცის" დამსახურებით რთულდებოდა ლოგიკური შედეგის დადება.

ეს ხალხი იყვნენ 2018 - წელსაც როდესაც კიდევ ერთხელ მოევლინენ მმართველ გუნდს მაშველ რგოლად და მაშინაც ირაკლი ღარიბაშვილის, კახი კალაძის და თეა წულუკიანის პატივისცემით კიდევ ერთხელ ჩაერთვნენ ქვეყნის გადარჩენაში.

თუმცა დღეს უკვე ვხედავთ თუ როგორ შეიყუჟნენ ეს ნაცების ნავიდან გადმომხტარი, უწყებებში გამაგრებული აგენტურა და როგორ უცქერენ გატრუნული ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას და საჭირო დროს ელოდებიან ძველ ნავში დასაბრუნებლად.

აჭარის მაგალითზე ყველაზე ნათლად ჩანს ის სავალალო სურათი, რომელსაც დღეს ვუყურებთ, თუ როგორ იბრძვის მხოლოდ ეს სახეები ყველა ფრონტზე და როგორ უცქერენ კოჰაბიტაციაში შესული დანარჩენი ქვემძრომები, რომლებიც დღეს უკვე მოუთმენლად ელიან როდის დადგება მათი დრო, იმისათავის, რომ საკუთარი წვლილი შეიტანონ ქვეყნის ნაცებისთვის ხელში ჩაგდებაში.

ასეთი ქვემძრომებისთვის სამოღვაწეო ტრამპლინის მიცემამ და მათმა აღზევებამ გამოიწვია ერთგული ხალხის სამართლიანი განაწყენება, რომლებიც ჩამოაცილეს ყველა საკითხს, მართვის სადავეებს

და მათთვის დახურეს ყველა კარი, რომელიც თავის დროზე უანგარო ბრძოლით და ქვეყნის სიყვარულით თავად გახსნეს - ირაკლი ჯანყარაშვილი.